"ოცნებამ" რუსული დავალებით ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო - სამადაშვილი

28.10.23 00:03
"ოცნებამ" რუსული დავალებით ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო - სამადაშვილი

"ლელო" რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში კანდიდატის სტატუსი მიღებული გვექნებოდა უკვე" - განცხადება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ რუსული დავალებებით ყველანაირი ნაბიჯი გადადგა კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.

სამადაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" საკუთარი ქმედებებით ევროკავშირს "სახეში ურტყამს", მაგრამ რუსული პოლიტიკის გატარების მიუხედავად, მაინც ითხოვს სტატუსს.

ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსის გარეშე ვყოფილიყავით, მათ ჩააგდეს ყველა რეკომენდაცია. მათ რუსული დავალებით ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. "ლელო" რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში კანდიდატის სტატუსი მიღებული გვექნებოდა უკვე. დღევანდელი მოცემულობით ამ ქვეყანას რუსული ხელისუფლება მართავს. "ქართული ოცნება" სოციალისტური რეჟიმიდან გაგდებულია, რომელსაც ორბანის გარდა არავინ სხვა მოკავშირე აღარ ჰყავს. ეს ხელისუფლება ევროკავშირს სახეში ურტყამს და თან სტატუსს სთხოვს - განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები