პრობლემა ცესკოს იზოლაციონისტურ შიდა პოლიტიკაშია - სიორიძე კალანდარიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება
პრობლემა ცესკოს იზოლაციონისტურ შიდა პოლიტიკაშია, რადგან ოპოზიციონერი წევრების პროცესებისგან დისტანცირება აუცილებლად მიაჩნიათ ჩრდილოვანი საქმიანობისთვის, კრიტიკას ვერ იტანენ - ასე გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„როდესაც არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო, მთელი ძალისხმევა მივმართეთ ამ საქმის წარმატებულად განხორციელებისკენ. შეგახსენებთ, „ლელო“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პირველი იყო, რომელმაც ამის მოთხოვნა ჯერ კიდევ 2021 წლის არჩევნებამდე დაიწყო და ჯერ კიდევ მაშინ გახლდით ამ საკითხის ლობირებით დაკავებული. მაგრამ სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციაში კრიტიკულ ხმას ებრძვიან, რაც ოპოზიციონერი წევრების პროცესებისგან მაქსიმალურ დისტანცირებაში ვლინდება. იმის ფონზე, რომ თავად უწყების შიგნით გამჭვირვალობა და ჩართულობის გაზრდის მზაობა არ არსებობს, ცესკოს მთელი გამჭვირვალობის პოლიტიკა მხოლოდ ფასადურია. ეს იზოლაციონიზმი და ჩრდილოვანი საქმიანობა, ცესკოში არსებულ ლეიგიტიმაციურ კრიზისთან ერთად (როდესაც თავმჯდომარეს თითქმის წელიწადნახევარია გასული აქვს უფლებამოსილების ექვსთვიანი ვადა), სერიოზულ ჩრდილს აყენებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ზუსტად ერთი წელია დარჩენილი არჩევნებამდე და რაც არ უნდა წინაღობები შეგვიქმნან, ბრძოლას არ შევწყვეტთ.“ - გიორგი სიორიძე, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება