ისრაელის გაფართოებული ოპერაცია ღაზაში - რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში

28.10.23 10:59
ისრაელის გაფართოებული ოპერაცია ღაზაში - რა ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში

ისრაელი ღაზაში  სახმელეთო ოპერაციის არეალს აფართოებს. მთელი ღამის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში აფეთქებების ხმები ისმოდა.  

ტერორისტებს უტევდნენ ჰაერიდან და ხმელეთიდანაც. სამიზნე ჰამასის მიწისქვეშა სტრატეგიული ობიექტებია. ლიკვიდირებულია ჰამასის საჰაერო ძალების  მეთაური.  ისამ აბუ რუკბეჰი, ის ტერორისტია, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა 7 ოქტომბრის თავდასხმაში.

სიენენი იტყობინება, რომ ეს იყო  ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული ღამე. ღაზასთან კი კავშირი წყდება. დაზიანებულია სატელეკომუნიკაციო ანძები და გათიშულია ინტერნეტი.  Human Rights Watch-ი ფაქტს სისასტიკეს უწოდებს
 

მსგავსი სიახლეები