დავითაშვილი ჩინეთში პუტინთან ერთად - სამადაშვილი ვიცე-პრემიერის გადადგომას ითხოვს

28.10.23 11:15
დავითაშვილი ჩინეთში პუტინთან ერთად - სამადაშვილი ვიცე-პრემიერის გადადგომას ითხოვს

ჩინეთში, ბანკეტზე, ლევან დავითაშვილის პუტინთან ერთად გამოჩენის შემდეგ ოპოზიცია  ვიცე-პრემიერის გადადგომას ითხოვს.

"ლელოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, დავითაშვილი დღესვე უნდა წერდეს განცხადებას გადადგომის თაობაზე

თუ ვინმემ ვერ გაიგო, რომ რუსები მართავენ ჩვენს ქვეყანას, მე ვურჩევ, რომ დაათვალიეროს როგორ სხედან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ერთობლივ ვახშამზე ვლადიმერ პუტინთან, ეს ფოტოები ნახოს, მოისმინოს ამ შეხვედრის დღის წესრიგი რა იყო. ამ შეხვედრის მთავარი დღის წესრიგი, ეს არის დასავლეთის სტრატეგიული შევიწროება და ამ მიმართულებით თანამშრომლობა რუსეთს და ჩინეთს შორის. რაც შეეხება კონკრეტულად დავითაშვილს, ის დღესვე უნდა წერდეს განცხადებას გადადგომის თაობაზე". - აცხადებს სალომე სამადაშვილი

18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.

ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები