წარმოდგენაც არ შემიძლია, საქართველოს წარმომადგენელი როგორ შეიძლება იჯდეს პუტინთან ერთად - დეკანოიძე
"ევროოპტიმისტების" წევრს, ხატია დეკანოიძეს წარმოდგენაც კი უჭირს, საქართველოს წარმომადგენელი როგორ შეიძლება იჯდეს პუტინთან ერთად ერთ დარბაზში.
დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კარგად იცოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ბანკეტზე იქნებოდა და ამ ღონისძიებას არ უნდა დასწრებოდნენ.
ამ ღონისძიებაზე რომ იქნებოდა ვლადიმერ პუტინი, იცოდა ყველამ. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ღონისძიებაზე არ უნდა ყოფილიყვნენ. მე წარმოდგენაც არ შემიძლია, საქართველოს წარმომადგენელი როგორ შეიძლება იჯდეს პუტინთან ერთად ერთ დარბაზში. მაგრამ ასეა, როდესაც დარჩენილი ხარ რუსეთთან კეთილმეზობლური პოლიტიკის და ჩინეთის ინვესტიციების იზოლაციაში მარტო. ყოველგვარი პასუხისმგებლობის, სინდისის, სამშობლოს სიყვარულის, უკრაინის მიმართა დამოკიდებულების, ჩვენი ოკუპაციის მნიშვნელობის მიუხედავად, შეგიძლია და დაჯდე ამ ადამიანთან ერთად? - ამბობს ხატია დეკანოიძე.
18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.
ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება