მაგიდიდან გაქცევას რა აზრი აქვს, როდესაც 24/7-ზე კომუნიკაცია აქვთ - ცისკარიშვილი პუტინი-დავითაშვილის ერთ სივრცეში გამოჩენაზე
მაგიდიდან გაქცევას რა აზრი აქვს, როდესაც 24/7-ზე კომუნიკაცია აქვთ - ასე ეხმაურება ენმ-ს ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი პუტინი-დავითაშვილის ჩინეთში, ერთ სივრცეში გამოჩენას
ეს ადამიანები კარგად, კომფორტულად გრძნობენ თავს ავტორიტარული რეჟიმების გარემოში. მაგიდიდან გაქცევა-არგაქცევას უკვე რა აზრი ჰქონდა, ისინი დახურულ კარს მიღმა შეხვდებიან და ილაპარაკებენ, თუ ტელეფონებით ექნებათ 24/7-ზე კომუნიკაცია, თუ სადღაც კამერა აღმოაჩენს, რომ ერთ სივრცეში არიან, ეს უკვე ტექნიკის საქმეა". - ამბობს ცისკარიშვილი.
18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.
ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება