მასწავლებლის ეროვნული დღისთვის გამოყოფილი 600 ათასი - ჯილდო პედაგოგებს თუ მზადება არჩევნებისთვის?
ჯილდო პედაგოგებს თუ მზადება არჩევნებისთვის - ამ დრომდე განხილვის საგნად რჩება მასწავლებლის ეროვნული დღისთვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტიდან.
წელს მმართველმა პარტიამ ამ დღის მოსაწყობად 600 ათასი ლარი დახარჯა, გუშინ კი თითოეულ მასწავლებელს 10 ათასი ლარის ოდენობის პრემია გადასცეს. ჩნდება კითხვა, თუ სად წავიდა დანარჩენი ნახევარი მილიონი ლარი.
განათლების სფეროს ექსპერტები "პირველებთან" საუბრის დროს "ქართულ ოცნებას" ფასადურად კარგად ყოფნის დემონსტრირებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიება აბსურდი და უადგილო იყო.
ეს ღონისძიება არის დემონსტრირება ფასადური კარგად ყოფნის, რაც არანაირად არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს განათლების სისტემაში. მაშინ, როდესაც სასწავლო პროცესი იმ რემონტების გამო, რომელიც საგანმანათლებლო პროცესში მიმდინარეობს და უკვე წლებია, უსაშველოდ გადადებული მოცემულობით ხასიათდება, ფაქტობრივად, ეს ღონისძიება იყო აბსურდი და უადგილო, ბიუჯეტიდან 100 ათასობით ლარის უსაფუძვლო ხარჯა და კიდევ ერთხელ იმ ილუზიის შექმნა, რომ სისტემაში ყველაფერი კარგად არის". - ამბობს განათლების სფეროს ექსპერტი.
განათლების სფეროში მომუშავე პირები მიიჩნევენ, რომ მასწავლებელთათვის ეროვნული პრიზის გადაცემა წინასაარჩევნო პროპაგანდაა, რომელიც ხმების მოსყიდვას ემსახურება.
პრემიერმა განაცხადა, რომ 500 ლარით მოემატებათ მასწავლებლებს ხელფასი. ეს არის, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პროპაგანდა. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება იღებს, გათვლილია არჩევნებზე და სამწუხაროდ, ის პედაგოგებს უყურებს არჩევნების ელექტორატ. მე ვურჩევდი განათლების სამინისტროს და ზოგადად ხელისუფლებას, მასწავლებლებზე ზრუნვა ყოველდღიურად ხდებოდეს და არა მაშინ, როდესაც არჩევნების დღე არის მოახლოებული - განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.
შეგახსენებთ, 11 პედაგოგს მასწავლებლის ეროვნული პრემია გუშინ გადასცეს. ღონისძიება განათლების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იმყოფებოდა ირაკლი ღარიბაშვილიც.
პრემიერის თქმით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან 160 მილიონი ლარი მასწავლებლების ხელფასების ზრდას მოხმარდება.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება