საქართველო უკვე მართლა ზის რუსეთთან და ჩინეთთან ერთად - გეგელია

28.10.23 13:18
საქართველო უკვე მართლა ზის რუსეთთან და ჩინეთთან ერთად - გეგელია

ოპოზიციაა ვიცე-პრემიერის გადადგომას მოითხოვს. ლევან დავითაშვილის ჩინური ვახშამი პუტინის გვერდით პოლიტიკოსებისთვის ღალატის ტოლფასია.  საქართველოს მთავრობა ამ დრომდე განმარტებებს არ აკეთებს.

 ქართველი მინისტრის პუტინთან ერთად, ერთ  მაგიდასთან  გამოჩენა ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ "ოცნება" დასავლეთის წინააღმდეგ მიდის.

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელიას თქმით, უკვე აღარ არის თეორიული და რიტორიკული და საქართველო უკვე მართლა ზის რუსეთთან და ჩინეთთან ერთად

იმ ფონზე, როდესაც ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეალურად არ გადაიდგას წინ ნაბიჯები დასავლეთისკენ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო ზის რუსეთთან და ჩინეთთან ერთად. ეს არის არამარტო თეორიული რიტორიკული რამ, არამედ პრაქტიკა, საქართველო მართლა უკვე ზის რუსეთთან და ჩინეთთან ერთად. ვნახულობთ რეგულარულად, რომ ეს ხელისუფლება იღებს აღმასრულებელ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ისე, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ინფორმირებული ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ერთი ასეთი იყო ჩინეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულება და ახლა ვხედავთ, რომ ამ ტიპის ფორმატში საქართველოს ვიცე-პრემიერი ჩანს ისე, რომ აშკარად, არავითარია არსებითი განხილვა საქართველოს პარლამენტში არ ყოფილა. ამ ხელისუფლებას, რომელიც არის ავტოკრატიული რუსული ხელისუფლება, არ აინტერესებს პარლამენტი და დემოკრატიული პროცესები" - ამბობს გრიგოლ გეგელია.

18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.

ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები