ბავშვსაც არ სჯერა, რომ არ იცოდნენ პუტინის შეკრებაზე ყოფნის შესახებ - ბაჩო დოლიძე
ლევან დავითაშვილის ჩინური ვახშამი პუტინის გვერდით - ბაჩო დოლიძის თქმით, "ოცნებამ" ყველაფერი წინასწარ იცოდა.
ენმ-ს წევრის თქმით, ბავშვსაც არ სჯერა, რომ "ოცნებამ" პუტინის შეკრებაზე ყოფნის შესახებ არაფერი იცოდა.
ყველა სახელმწიფოს მთავრობა თავიდანვე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, სად იყოს წარმოდგენილი და ვისთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი წინასწარ იცოდნენ, რომ ამ შეკრებაზე იქნებოდა რუსეთის ხელისუფლება, პუტინი სიტყვით და დღეს იმის თქმა, რომ თურმე, არ იცოდნენ და შემთხვევით აღმოჩნდნენ იმ დარბაზში, რა თქმა უნდა, ამის ბავშვსაც არ სჯერა. ეს არის გამოკვეთილი პოზიცია ჩვენი ხელისუფლების, რომ ურჩევნიათ იყვნენ იქ, სადაც რუსეთის ხელისუფლება და მათი მეგობრები არიან - ამბობს ბაჩო დოლიძე.
18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.
ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება