ყველა კარგად ხვდება სენატში, რომ საქართველოს გარეშე ევროპის უსაფრთხოება ვერ იქნება - ალექსანდრე კრევო-ასათიანი
„ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს კოლეგებს სენატში თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის დემოკრატიის გაძლიერება, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ მთელი ევროპის კონტინენტისთვის, ყველა კარგად ხვდება სენატში, რომ საქართველოს გარეშე ევროპის უსაფრთხოება ვერ იქნება.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, კამპანიის ფარგლებში აშშ-ში შეხვედრებს აგრძელებენ. კოალიცია დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კვლევათა ჯგუფს - Heritage Foundation-ს შეხვდა აშშ-ში.
ალექსანდრე კრევო-ასათიანის თქმით, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა არის დადებითი საქართველოსთვის, მთელი რეგიონისთვის, მთელი სამხრეთ კავკასიისთვის, შავის ზღვისთვის.
„ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმიტომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომ ეს ყველაფერი დადებითად აისახება საქართველოზე. უკეთესი ეკონომიკა, უფრო მეტი სტაბილურობა, უსაფრთხოება საქართველოსთვის, მთელი რეგიონისთვის, მთელი სამხრეთ კავკასიისთვის, მთელი შავის ზღვისთვის, სწორედ ამიტომ ვართ აქ, საქართველოს ხელისუფლებიდან არცერთი წარმომადგენელი არ ჩამოდის აქ სენატში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით ახლა იმისთვის, რომ ილაპარაკოს საქართველოს საჭიროებებზე, ამიტომ ჩვენ ვასრულებთ ამ როლს, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციაში ვართ, ჩვენ ვასრულებთ ზუსტად იმ როლს, რასაც ჰქვია საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტზე ზრუნვა. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს კოლეგებს სენატში თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის დემოკრატიის გაძლიერება, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ მთელი ევროპის კონტინენტისთვის, ყველა კარგად ხვდება სენატში, რომ საქართველოს გარეშე ევროპის უსაფრთხოება ვერ იქნება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი შემდეგი წლის არჩევნებში გავიმარჯვოთ ყველანაირი დემოკრატიული წესის დაცვით. როცა ხელისუფლებიდან გვესმის მესიჯები, რომ USAID-ს სურს, რომ ხელისუფლება გადაატრიალოს და ა.შ, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ეს არის რუსული მესიჯი და აქაც ესმით ეს ყველაფერი. გადატრიალება არავის არ უნდა, გადატრიალებას აქვს ერთი სახელი - ეს სახელი არის არჩევნები და არჩევნებით გავიმარჯვებთ, დემოკრატიული ხელისუფლება დაბრუნდება საქართველოში და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავიდან აღდგება.“- განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება