არის თუ არა უხერხული, პუტინთან ერთად ერთ ღონისძიებაზე ყოფნა? - რას პასუხობს "პირველებს" ქარსელაძე

28.10.23 15:16
არის თუ არა უხერხული, პუტინთან ერთად ერთ ღონისძიებაზე ყოფნა? - რას პასუხობს "პირველებს"  ქარსელაძე

არის თუ არა უხერხული, პუტინთან ერთად ერთ ღონისძიებაზე ყოფნა? - "პირველების" დასმულ კითხვას ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ვერ პასუხობს.

მინისტრი ამბობს, რომ კითხვა უცნაურია, რადგან ის რიკოთის 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნა ამ თემას არ უკავშირდება.

სიმართლე, რომ გითხრათ, რიკოთის 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის პირველი კითხვა ამ თემას არ უკავშირდება ცოტა უცნაურია. ანუ, ჩემი ინფორმაცია ამომწურავი იყო, შემდეგი კითხვა. თუ კითხვები არ არის დაგემშვიდობებით. ძალიან გთხოვთ, დისკომფორტი არის, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დისკომფორტი და უფრო მეტიც არის და იმისთვის ვშრომობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ეს ოკუპირებულ ტერიტორიები. ვფიქრობ, ამომწურავად გაგეცით პასუხი და დაგემშვიდობებით". - განაცხადა ქარსელაძემ.

ლევან დავითაშვილის პირველი გამოჩენა ჩინური ბანკეტის სკანდალის შემდეგ. ვიცე პრემიერი ამ წუთებში იმერეთში იმყოფება, იმერეთშია ირაკლი ღარიბაშვილიც, სადაც რიკოთის მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა, თუმცა არც ერთმა მათგანმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.

 

მსგავსი სიახლეები