პირველი გამოჩენა ჩინური ბანკეტის სკანდალის შემდეგ - ღარიბაშვილმა და დავითაშვილმა კომენტარი არ გააკეთეს
ლევან დავითაშვილის პირველი გამოჩენა ჩინური ბანკეტის სკანდალის შემდეგ. ვიცე პრემიერი ამ წუთებში იმერეთში იმყოფება, იმერეთშია ირაკლი ღარიბაშვილიც, სადაც რიკოთის მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა, თუმცა არც ერთმა მათგანმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.
ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება