მოვითხოვ, მთავრობამ მიღოს გადაწყვეტილება უფასო ვაქცინაციის შესახებ - ნათელაშვილი

28.10.23 15:35
მოვითხოვ, მთავრობამ მიღოს გადაწყვეტილება უფასო ვაქცინაციის შესახებ - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სეზონური ვირუსების წინააღმდეგ უფასო ვაქცინაციას ითხოვს.

ნათელაშვილის თქმით, კოვიდ პანდემიის პერიოდში ივანიშვილის რეჟიმმა 10 მილიარდი შეჭამა.

სანამ ჩვენი ოლიგარქიული მმართველი რეჟიმი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყოველგვარი უზნეო ხრიკებით ცდილობს, ამასობაში კარს გრიპის სეზონი მოგვადგა. აცრა, რაც მნიშვნელოვანია ამ საშიში ვირუსების წინააღმდეგ, 100 ლარამდე ღირს. ხელისუფლებას ურჩევნია, ავეჯი, მანქანები იყიდოს ჩვენი ფულით. მოვითხოვ, მთავრობამ მიღოს გადაწყვეტილება უფასო ვაქცინაციის შესახებ, სანამ სეზონი პიკზე მისულა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში ივანიშვილის რეჟიმმა 10 მილიარდი შეჭამა გამოყოფილი სესხებით, ისე ააორთქლა ფული, რომ ჟანგბადის აპარატებიც და ჟანგბადიც კი თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოგვქონდა - აღნიშნა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები