არარსებული მოედნის დემონტაჟი ქუთაისში - ოპოზიციის თქმით, სამუშაოებისთვის 14 მილიონი დაიხარჯება

28.10.23 15:41
არარსებული მოედნის დემონტაჟი ქუთაისში - ოპოზიციის თქმით, სამუშაოებისთვის 14 მილიონი დაიხარჯება

ქუთაისის მერია არარსებული მოედნის დემონტაჟს გეგმავს - ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ უწყება სამუშაოებისთვის ჯამში 14 მილიონს დახარჯავს.

ადგილობრივები ხელისუფლების წარმომადგენლებს ფულის გათეთრებაში და რეკეტში სდებენ ბრალს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ საქმით ახლა პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, რადგან პროცესი ფულის გათეთრების აშკარა გამოვლინებაა.

ეს არის აშკარა დანაშაულის ნიშნები. აქ გაწერილია ისეთი მომსახურებები, რომლებიც არ არსებობს ბუნებაში. ბაღში არ არსებობს ის ობიექტები, რომლის დემონტაჟსაც ითხოვს ამ დოკუმენტით. პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა აღძრას საქმე და დაიჭიროს დამნაშავე პირები. აშკარად, ფულის გათეთრების ფაქტთან გვაქვს საქმე. ბაღის გადაქცევა უნდათ ატრაქციონად. თავისი ფულის საჭრელი მანქანა უნდათ, რომ გააკეთონ ქუთაისის ცენტრალურ ბაღში - აღნიშნა ენმ-ის წევრმა.

 დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა სანაყინე სავანეს მფლობელმაც, როგორც ირკვევა  ცენტრალურ ბულვარში მდებარე ობიექტიც დემონტაჟის პროექტშია მოყოლილი.

მსგავსი სიახლეები