“ვუყუროთ ოკუპაციას თუ ვიზამთ რამეს?" - სტუდენტის პროტესტი კობახიძის ლექციაზე და "ოცნების" თავმჯდომარის პასუხი (ვიდეო)

28.10.23 16:20
“ვუყუროთ ოკუპაციას თუ ვიზამთ რამეს?" - სტუდენტის პროტესტი კობახიძის ლექციაზე და "ოცნების" თავმჯდომარის პასუხი (ვიდეო)

 

 

 

“ვუყუროთ ოკუპაციას თუ ვიზამთ რამეს?" - ასეთი შინაარსის ბანერით შევიდა დღეს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ირაკლი კობახიძის ლექციაზე თსუ-ში.

სტუდენტმა კობახიძეს შეკითხვები დაუსვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"ოცნების" თავმჯდომარემ არ იცის რატომ გააბეს მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ - სწორედ ასეთი იყო მისი პასუხი კითხვაზე. 

ლექციაზე მისულმა ახალგაზრდებმა  კობახიძეს დღეს კითხეს ლომისის ტაძართან ოკუპანტების  გამოჩენაზე და ოჩამჩირეში რუსული სამხედრო გემების განთავსებაზეც, თუმცა მოქმედი ხელისუფლების ლიდერმა თითი ისევ წინა ხელისუფლებისკენ გაიშვირა. კობახიძის და სტუდენტების შეხვედრის დროს ოკუპირებული ქვეყნის მმართველი პარტიის ლიდერი ოჩამჩირეში რუსული სამხედრო გემების განთავსებას თემიდან გადახვევას უწოდებს და სტუდენტებს ურჩევს სალექციო პერიოდში ასეთი თემები აღარ წამოჭრან.

"გიპასუხებთ, ერთადერთი იმას გთხოვთ, რომ სამომავლოდ ესეთი თემები ნუღარ გვექნება. ოთხშაბათს შეგვიძლია პარლამენტში ვიზიტი და იქ შეგვიძლია ვისაუბროთ არასალექციო თემებზე. მათ შორის რასაც თქვენ მეკითხებით, ბევრი ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ მაგასთან დაკავშირებით.

ზოგადად რაც შეეხება იქ არსებულ ვითარებას მუდმივი სირთულეები არსებობს. 2008 წლიდან, როდესაც ეს საზღვარი გაივლო. თავის დროზე, რატომ მოხდა ეს არ ვიცი, მაგრამ იურიდიულად ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2006 აღდგა "სამხრეთ ოსეთის" საზღვარი. რაც იყო ძალიან მძიმე, რბილად, რომ ვთქვათ, გადაცდომა და იქიდან მოყოლებული არის ეს პრობლემა. მერე მოხდა ე.წ. აღიარება, არის ე.წ. საზღვარი გავლებული და მუდმივ რეჟიმში ვიცით, რომ გვყავს, რბილად რომ ვთქვათ, რთული მეზობელი და მუდმივ რეჟიმში გვიწევს სამართლის სიმძიმეებთან გამკლავება. 

როგორც წესი, მიყვებიან იმ ძველ რუკას, რომელიც არსებობდა კომუნისტების პერიოდში...

უზრუნველყოფა ხდება იმისა, რომ არ მოხდეს დამატებით ქართული ტერიტორიების მიტაცება, განსაკუთრებით სალოცავების და ა.შ.  დეტალური ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ პარლამენტში " -თქვა კობახიძემ სტუდენტის პასუხად.

აღსანიშნავია, რომ  ზვიად ცეცხლაძეს ირაკლი კობახიძის დაცვამ, რომელიც ლექციის დროს, აუდიტორიაში იდგა, გაშლილი ბანერის დაკეცვა მოსთხოვა.

ფორმალურად დავუსვი კითხვა, დღევანდელი რეჟიმის ერთ-ერთ სახეს. პასუხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, რადგან არსებითად მე რაც ვკითხე, იმას არ შეხებია. თქვა, რომ ლექცია სხვა ფორმატია და შესაბამის ადგილას ვისაუბროთო". - ამბობს სტუდენტი "პირველებთან". 

მსგავსი სიახლეები