დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, ზურაბიშვილს შესაძლოა პოლიტიკური ამბიცია გაუჩნდეს - ხუხაშვილი

28.10.23 16:59
დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, ზურაბიშვილს შესაძლოა პოლიტიკური ამბიცია გაუჩნდეს - ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის თქმით, დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა პოლიტიკური ამბიცია გაუჩნდეს.

ხუხაშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში პრეზიდენტის სავარაუდო სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ ზურაბიშვილი ინსტიტუციური ლიდერია, რომელსაც აქვს უფლება, კონსტიტუციის დასაშვები ფორმით პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიიღოს.

მე ესე იმპერატიულად არ მითქვამს, ვარაუდები გამოვთქვი, რომ დღეს შიდა პოლიტიკისთვის სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, არ სცალია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მთელი ძალისხმევა საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით არის მიმართული. შესაბამისად, დეკემბრის შუა რიცხვებამდე ის ასეთ ნაბიჯს ვერ გადადგამს. დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, შეიძლება, რომ მას ამის ამბიცია გაუჩნდეს. კონსტიტუცია პარტიაში მონაწილეობას უზღუდავს, მაგრამ პოლიტიკურ აქტივობებს სხვადასხვა ფორმები აქვს. იგი პოლიტიკოსია, ინსტიტუციური ლიდერი, მისთვის შეზღუდვა პოლიტიკურ პროცესში რაიმე კონსტიტუციური დასაშვები ფორმით მონაწილეობის მიღების, სრული აბსურდია", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები