პუტინთან ერთად ჯდომის ერთადერთი გამართლება მასთან დეოკუპაციაზე საუბარი იქნებოდა - რუხაძე
რისთვის უღირდა ლევან დავითაშვილს პუტინის გვერდით ჯდომა? მინისტრი ჯერ-ჯერობით საჭიროდ არ თვლის საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს. ეს არის დიდი სირცხვილი და სამშობლოს ღალატი - ამ შეფასებას პოლიტიკის ექსპერტები აკეთებენ.
მათივე შეფასებით დავითაშვილის საქციელს მხოლოდ ერთ შემთხვევაში ექნებოდა ახსნა, თუ მთავრობის გავლენიანი მინისტრი შანსს გამოიყენებდა და რუს დიქტატორს დე-ოკუპაციაზე დაელაპარაკებოდა.
ერთადერთი გამართლება, რომელიც შეიძლება მოეძებნოს პუტინთან ერთად ერთ მაგიდაზე ყოფნას, ის იქნებოდა, თუ საქართველო ამ ფორუმზე დეოკუპაციის საკითხს წამოაყენებდა, რაც მე ვერ მოვისმინე. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, როდესაც საქართველოს სურს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს და კანდიდატის სტატუს ელის, ამ დროს სამხედრო დამნაშავესთან ერთ ფორუმზე არის, სადაც ევროკავშირის არცერთი ქვეყანა წარმოდგენილი არ არის, გარდა უნგრეთისა. არ ველოდები, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას რატომღაც უარყოფით კონტექსტში განიხილავს, ან არაფერს იტყვის, ან განაცხადებს, ძალიანაც კარგი, სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავითო", - განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა და ევროპული კვლევების დირექტორმა გიორგი რუხაძემ.
18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.
ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება