საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო და აშკარა ხელყოფა - გეგელია სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე

28.10.23 17:30
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო და აშკარა ხელყოფა - გეგელია სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ რუსების მიერ სოხუმის აეროპორტის აღდგენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო და აშკარა ხელყოფა

გეგელიას თქმით, "ქართული ოცნების" დამსახურებით ოკუპანტი ყველა ზღვარს გადადის.

თბილისში არსებული რუსული ხელისუფლების წყალობით და დამსახურებით, ოკუპანტი ყველა ზღვარს გადადის. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი მკაფიო და აშკარა ხელყოფა. ამავე დროს, ის არის საფრთხეების შემცველი, შავი ზღვის აუზში რუსეთის გაძლიერების, ოჩამჩირის ბაზის ლოჯისტიკურად გაძლიერების და რუსეთის გავლენის საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერების კუთხით - აღნიშნა გეგელიამ.

რუსული სამხედრო გემების შემდეგ რუსული თვითმფრინავებიც. ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის აღდგენა იწყება. სამუშაოები ბჟანიამ რუსეთის უშიშოების საბჭოს მაღალჩინოსნის ოჯახს ჩააბარა. 

მსგავსი სიახლეები