"ჩვენს გმირებს იმისთვის არ უბრძოლიათ, რომ საქართველო რუსეთს ჩაბარდეს" - მამუკა ხაზარაძე ანწუხელიძის ბიუსტის გახსნას დაესწრო
"ლელოს" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე დღეს სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის გახსნას დაესწრო.
"ჩვენს გმირებს იმისთვის არ უბრძოლიათ, რომ საქართველო რუსეთს ჩაბარდეს" - წერს ხაზარაძე.
დღეს, სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის გახსნას დავესწარი.
ჩვენს გმირებს იმისთვის არ უბრძოლიათ, რომ საქართველო რუსეთს ჩაბარდეს, ეს ვერ მოხდება ვერასდროს.
დიდება გმირებს"- აღნიშნულია წერილში.