ზურაბიშვილის სათქმელი - ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტის ძმასთან

28.10.23 20:50
ზურაბიშვილის სათქმელი - ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტის ძმასთან

ვიდრე პრეზიდენტი დუმს - ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილის ძმასთან. პარიზიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოსული ოთარ ზურაბიშვილი ნატა ქაჯაიამ ჩაწერა. 

"ყველაფერი ხდება ფარდის მიღმა" - ამბობს მეხუთე პრეზიდენტის ძმა და იმ შავ პიარს ეხმიანება, რომლის სათავეში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ჩადგა. 

სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი ძმა დარწმუნებულია, რომ სცენაზე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წინააღმდეგ საკუთარი ნებით არ გამოსულა  და არც  პოლიტიკური ორთაბრძოლა გაუჩუჩუნებია მარტოს. ივანიშვილის აჩრდილს და ფარდის უკან მიღებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ძმა ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხედავდა. 

"თათბირი იყო დათვთან ბუნაგში, უთხრეს და გამოვარდა სცენაზე"- აცხადებს მეხუთე პრეზიდენტის ძმა ირაკლი კობახიძის მისამართით. 

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს, გვეუბნება, ოთარ ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ შორიდანაც კარგად ჩანს რა კურსი აქვს საქართველოს მთავრობას არჩეული - მეტი სიახლოვე რუსეთთან და მეტი ლანძღა ევროპელი ლიდერების. 

და სად იქნება ამ დროს პრეზიდენტი? სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ გავა პენსიაზე, თუ ის დარჩება პოლიტიკაში? 

ოთარ ზურაბიშვილი "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს თავად იტყვის. 

რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, სად მიდის თავად, თბილისში მოულოდნელი ჩამოსვლა და პრეზიდენტის თავდასხმების ფონზე მისი გააქტიურება უკავშირდება თუ არა მის სურვილის წავიდეს თავადაც პოლიტიკაში? 

პრეზიდენტის ძმა "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ "რაიმე კუთხით" მისი პოლიტიკაში ჩართვა "შეიძლება" და ეს მოხდეს 2024 წლის არჩევნებამდე. 

პრეზიდენტის სათქმელი - ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი

 

 

მსგავსი სიახლეები