უქმნიდა თუ არა უხერხულობას პუტინის მოსმენა? - ჩინეთში საქართველოს ელჩი კითხვას ვერ პასუხობს

29.10.23 11:26
უქმნიდა თუ არა უხერხულობას პუტინის მოსმენა? - ჩინეთში საქართველოს ელჩი კითხვას ვერ პასუხობს

"მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს" - ასე პასუხობს ჩინეთში საქართველოს ელჩი "პირველების" კითხვებს. არჩილ კალანდია ვერ ამბობს, უქმნიდა თუ არ ქართველ დიპლომატს უხერხულობას პუტინის მოსმენა.

ჩინური ვახშმის სკანდალის შემდეგ ამ დრომდე დუმს მთელი მთავრობა და განსაკუთრებით ლევან დავითაშვილი. ვიცე-პრემიერი, რომელიც რუს დიქტატორთან ერთად საბანკეტო წვეულებაზე ერთ მაგიდასთან იჯდა, თავსაც კი არ იმართლებს.

პირველ რიგში, თუ შეიძლება რომ პრესსამსახურს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეეხმიანოთ და შემდეგ კი, ბატონო, სიამოვნებით გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. ჩვენ ასეთი რეგულაცია გვაქვს,რ ომ ჯერ პრესსამსახურს უნდა შეეხმიანოთ, - ამბობს არჩილ კალანდია. 

18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.

ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები