ჩინურ ვახშამზე ვიცე-პრემიერის დასწრება რუსეთისადმი ერთგულების კიდევ ერთი დასტურია - ანა ნაცვლიშვილი

29.10.23 11:36
ჩინურ ვახშამზე ვიცე-პრემიერის დასწრება რუსეთისადმი ერთგულების კიდევ ერთი დასტურია - ანა ნაცვლიშვილი

ვიცე-პრემიერის ჩინურ ვახშამზე დასწრება, სადაც ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა, ოპოზიციას არ უკვირს. "ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართელოს ხელისუფლება რუსული ინტერესების გამტარებელია და ყველა გზით ცდილობს, პუტინს ერთგულება დაუმტკიცოს. 

ხელისუფლებისგან ეს არ არის საკვირველი ქცევა, იმიტომ, რომ ისინი ყველა შესაძლებლობას იყენებენ, რომ კიდევ ერთხელ ერთგულება დაუდასტურონ და დაუმტკიცონ პუტინის რუსეთს. ამ ღონისძიებაზე ვიცე-პრემიერის ყოფნაც, სამწუხაროდ, არის სწორედ ამ რუსეთისადმი ერთგულების და რუსეთის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების მორიგი მოწმობა. არ წერია იქ არცერთი სიტყვა, რომ ჩინეთი აღიარებს კონკრეტლად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ოკუპაციას და აი, ამ ტიპის დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე არის დასტური კიდევ ერთი იმისა, რა მასშტაბის კაპიტულანტურ დათმობებზემიდის საქართელოს ხელისუფლება, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.

ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ

მსგავსი სიახლეები