გამდიდრება ღარიბაშვილის მეთოდით - საბა ბუაძე გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

29.10.23 12:05
გამდიდრება ღარიბაშვილის მეთოდით - საბა ბუაძე გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

გამდიდრება ღარიბაშვილის მეთოდით - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციულ სქემაზე საუბრობს. "ლელოს" წევრი საბა ბუაძე "შაბათის ეთერი" სკანდალურ რეპორტაჟს ეხმიანება და ამბობს, რომ რომეო მიქაუტაძის საეჭვო გამდიდრებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს.

ოპოზიციის წევრი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს, რადგან მისი თქმით, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

ამ ხელისუფლების ინტერესშია კორუფციისთვის ხელის დაფარება და ამ ძალიან მასშტაბური კორუფციული სქემების მიჩქმალვა. აქაც ვხედავთ, რომ არის ძალიან ცხადი კორუფციის ნიშნების შემცველი ძალიან მრავალეპიზოდიანი ქეისი, რომლითავ აუცილებლად უნდა დაინტერესდეს პროკურატურა, ვინაიდან სახეზე არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნები და ეს აუცილებლად უნდა გახდეს დამატებით გამოძიების საგანი, - ამბობს საბა ბუაძე. 

რომეო მიქაუტაძის საეჭვო ქონებას შაბათის ეთერის გუნდმა მიაგნო.  გამომძიებელმაა ჟურნალისტებამ შეაგროვეს დოკუმენტები და დაადგინეს, რომ პრემიერი საკუთარ ძამაკაცს ქონებას ჩალის ფასად აძლევს. 1 კვადრატული 80 თეთრი - ეს თანხა გადაიხადა ლურჯი მოცვის მაგნატმა სახლემწიფოსგან იჯარით აღებულ მიწაში, თუმცა ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. მიქაუტაძის ოჯახის ქონება წლებთან ერთად მხოლოდ იზრდება. ძვირადღირებული სახლებს და სასტუმროს ბიზნესს ფლობს კაცი, რომელიც მთავრობაში ნაჩუქარი სახლით მოვიდა.

ფაქტების მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია დაინტერესდება თუ არა საქმით ანტიკორუფციული სააგენტო. 

მსგავსი სიახლეები