ვისი დავალებით წავიდა ვიცე-პრემიერი პუტინთან შესახვედრად? - "ოცნება" კითხვას არ პასუხობს
ვისი დავალებით და რატომ წავიდა ვიცე-პრემიერი პუტინთან შესახვედრად?- "ქართული ოცნების" ლიდერები ამ თემაზე დასმულ კითხვებს ვერ პასუხობენ. ყველას ერთი და სტანდარტული პასუხი აქვს - ლევან დავითაშვილი ჩინეთის ფორუმს ესწრებოდა.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და კომენტარს ვერ გააკეთებს.
რა დავაშავე? მე ვერ გეტყვით ამ ღონისძიების დეტალებს, არ ვიცი დეტალები, შესაბამისად, ამასთან დაკავსირებით მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ხელს არ შეუშლის ევროკავშირშ ინტეგრაციას ჩინეთთან დადებული ხელშეკრულება, - ამბობს ბოჭორიშვილი.
"ოცნების" გენერალური მდივანი კი მომხდარის ირგვლის საუბარს თითიდან გამოწოვილ მიზეზს უწოდებს.
ეს არის თითიდან გამოწოვილი ჩვეულებრივი სისულელე, რასაც ცდილობეთ თქვენ, გააკეთოთ, მაგრამ ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ საქართველოს დელეგაცია მიწვეული იყო როგორც სხვა დელეგაციის წევრები აღნიშნულ ღობისძიებაში და შესაბამისად, საქართველომაც მიიღო მონაწილეობა. ზოგადად, ჩინეთთან ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამბობს კალაძე.
სახელისუფლებო გუნდის კიდევ ერთი წევრი არჩილ თალაკვაძე კი ხელს ისევ წინა ხელისუფლებისკენ იშვერს და მიხეილ სააკაშვილის ბრალულობაზე საუბრობს.
100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი იყო ამ ფორმატში, შესაბამისად, მის მიმართ რაიმე ბრალდებების წაყენება, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია. ამ კამპანიის უკან დგანან ის პოლიტიკური ჯგუფები და მათ მიერ მართული მედიარომლის ლიდერეთაც, რომლის ღირებულებად დღემდე რჩება მიხეილ სააკაშვილი. კაცი, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს გადაუფორმა სტრატეგიული ობიექტები, რომელიც თვითონ პირადად არაერთხელ არსი შეხვედრილი ვლადიმერ პუტინს და რა მოლაპარაკებებში იმყოფებოდა მასთან, დღემე არ იცის საზოგადოებამ. და ამას გვეუბნებიან ჩენ, ხელისუფლებას, რომლემაც საქართელოში დავაბრუნეთ ევროპული პერსპექტივა. ეს პროპაგანდა ემსახურება ერთ რამეს, როგორმე ხელი შეუშალონ საქართელოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.
ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.