წილი ნაყარია, ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველომ საგარეო კურსი რეგრესისკენ შეცვალა - მელია
წილი ნაყარია, ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალა, - ასე აფასებს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ჩინეთში გამართულ ღონისძიებას, სადაც პუტინთან ერთად საქართველოს ვიცე-პრემირიც იყოფებოდა.
ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება ქართველი ხალხის ნების საწინააღმეგოდ მოქმედებს და ამის შესაცვლელად სწორედ ხალხისვე ძალისხმევაა საჭირო.
ჩვენთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის წილი ნაყარია. წილი ნაყარია და ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და ისინი არც კი მალავენ, რომ მათი მისწრაფება არ არის პროგრესისკენ მიმართული. დიახაც, დღეს ცივილიზაცია არ მოდის რუსეთისგან, დღეს ცივილიზაცია მოდის დასავლეთისგან და როდესაც შენ ზურგს აქცევ ცივილიზაციას ანუ პროგრესს და მთავარ მოკავშირედ აქცევ რეგრესს ანუ რუსეთს, ბუნებრივია, აქ საჭიროა ძალიან დიდი ძალისხმევა ქართული საზოგადოების, - ამბობს ნიკა მელია.
18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.
ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.