პუტინთან ერთ სივრცეში ყოფნა ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემაა - დეკანოიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პუტინტან ერთ სივრცეშ ყოფნა საქართელოს ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობელმაა. საქმე ეხება ჩინეთში გამართულ ღონისძიებას, რომელსაც პუტინთან ერთად საქართველოს ვიცე-პრემიერიც ესწრებოდა.
დეკანოიძის თქმით, უმძიმესი ფაქტია, რომ "ოცნება" ქვეყნის მომავალს რუსეთს და ჩინეთს უკავშირებს.
ყველამ იცოდა წინასწარ, რომ პუტინი იქნებოდა ამ შეხვედრაზე და რა თქმა უნდა, ზოგადად, ერთ სივრცეში ყოფნა პუტინთან არის ძალიან სერიოზული პრობლემა საქართველოს ხელისუფლებისთვის. მაგრამ ფაქტია, რომ ჩინეთი, რუსეთი არის ის ქვეყნები, ვისზეც აგებს საქართველო მომავალ უსაფრთხოების თუ ეკონომიკურ არქიტექტურას, რაც არის უმძიმესი და რაც არის, რეალურად, ის მოცემულობა, რა მოცემულობაც და პროპაგანდაც დღეს აქვს ხელისუფლებას, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.
ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.