თაღლითური სქემა და სახელმწიფო ქონების მითვისება - დონაძე პრემიერის საეჭვო გარიგებაზე

29.10.23 16:11
თაღლითური სქემა და სახელმწიფო ქონების მითვისება - დონაძე პრემიერის საეჭვო გარიგებაზე

გამდიდრება პრემიერის მეთოდით -  კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს. "ევროპული საქართველოს" წევრი ამბობს, რომ "ოცნების" არაერთი მაღალჩინოსანი ხელისუფლებაში ისე მოვიდა, რომ ქონება საერთოდ არ ებადა, თუმცა ახლა დიდძალ ქონებას ფლობენ. დონაძის თქმით, საქმე სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება. 

პირველ დეკლარაციებში ამ ადამიანებს არაფერი არ აბადიათ საერთოდ. ზოგს საკუთარი სახლიც, ავტოფარეხიც არ ჰქონდათ ანუ ცარიელი დეკლარაციები იყო.  დღეს ამ ადამიანების დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, ეს ადამიანები ფლობენ დიდძალ ქონებას, როგორც, მაგალითად, გენერალური პროკურორი, როგორც, მაგალითად, მიქაუტაძე, როგროც მაგალითად, მათიკაშვილი... ეს არის თაღლითური სქემა, ეს არის სახელმწიფო ქონების მითვისება და მისი პოლიტიკური თანამდებობის გამოყენება  ქონების მითვისებისთვის, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

რომეო მიქაუტაძის საეჭვო ქონებას შაბათის ეთერის გუნდმა მიაგნო. გამომძიებელმაა ჟურნალისტებამ შეაგროვეს დოკუმენტები და დაადგინეს, რომ პრემიერი საკუთარ ძამაკაცს ქონებას ჩალის ფასად აძლევს. 1 კვადრატული 80 თეთრი - ეს თანხა გადაიხადა ლურჯი მოცვის მაგნატმა სახლემწიფოსგან იჯარით აღებულ მიწაში, თუმცა ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. მიქაუტაძის ოჯახის ქონება წლებთან ერთად მხოლოდ იზრდება. ძვირადღირებული სახლებს და სასტუმროს ბიზნესს ფლობს კაცი, რომელიც მთავრობაში ნაჩუქარი სახლით მოვიდა.

მსგავსი სიახლეები