ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების გზები - ნიკა მელია ქუთაისში ამომრჩეველს ხვდება

29.10.23 16:44
ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების გზები - ნიკა მელია ქუთაისში ამომრჩეველს ხვდება

ნიკა მელიას ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. თბილისის შემდეგ ის ქუთაისში ჩავიდა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე მოსახლეობას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების გზები იყო.

ნიკა მელიას ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში მოქალაქეები უკიდურესად გაღატაკდნენ. მისი თქმით, მოსახლეობის 90%-ზე მეტი უსამსაუხროდ, ულუკმაპუროდ არის დარჩენილი. 

მნიშვნელოვანია ამ ყველაფერთან დაკავშირეით ვისაუბროთ, როგორ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას და როგორ ვაპირებთ ბიძნა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას, რომელიც ქვეყანას არაფერს კარგს არ უქადდის, რომელიც აღარიბებს, აღატაკებს. არაფორმალური მმართველობა არ არის მხოლოდ მავნე ფენომენი პოლიტიკური სისტემისთვის. ეს ფენომენი არააკებს ქუთაისელს, იმერეთში მაცხოვრებელ ადამიანს და მთელ მოსახლეობას. ამიტომ ამ ყველაფერთან დაპირისპირება მნიშვნელოვანია კონტრასტული სხვაობით. ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს დიდი ენთუზიაზმი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამასმივაღწევთ, - განაცხადა მელიამ. 

მელიასთან ერთად იმერეთში ჩავიდნენ ბაჩო დოლიძე და ხატია დეკანოიძეც. 

ჩვენ და მე პირადად ვარ იქ, სადაც არის ხალხი, სადაც არის ხალხის ინტერესი. ძალიან ბევრი კიტხვები აქვთ, მე დარწმუნებული ვარ და მე მზად ვარ ამ ადამიანებთან ერთად ვიბრძოლო ყველა პლატფორმაზე, რა პლატფორმაზეც ბიძინა ივანიშვილს უნდა დავუპირისპირდეთ, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

 

მსგავსი სიახლეები