ჩინური ვახშამი პუტინთან - "ოცნება" თავს იმართლებს

29.10.23 20:00
ჩინური ვახშამი პუტინთან  - "ოცნება" თავს იმართლებს

 

 

ჩინური ვახშამი პუტინთან და დადუმებული ვიცე-პრემიერი - ლევან დავითაშვილს ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, ჰქონდა თუ არა არაფორმალური მოლაპარაკებები რუსეთის ხელისუფლებასთან პეკინში.  მისი დაცვა დღეს "ოცნების" ლიდერებსაც კი გაუჭირდათ.  ყველას ერთი და სტანდარული პასუხი ჰქონდა, "ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრი ფორუმს ესწრებოდა".

რა უნდა ექნა ოკუპირებული ქვეყნის ოფიციალურ პირს? ოპოზიციის შეფასებით, დავითაშვილს და ქართველ ელჩს დიპლომატიური დემარშის ფორმა უნდა აერჩიათ. ყველა ღონისძიება, სადაც ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდა, დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინათ. დავითაშვილის არჩევანი ოპოზიციისთვის მიუთითებს ერთადერთ რამეს  - საქართველო რუს დიქტატორს მოკავშირედ აღიარებს.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები