ხეების და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი დაიხარჯა, ვიდრე 9 წელში, პრეზიდენტის მიერ საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაზე - სააკაშვილი
"ხეების და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი დაიხარჯა, ვიდრე 9 წელში, პრეზიდენტის მიერ საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაზე," - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.
მინდა გამოვიცნოთ, აბა რა არის საერთო პრეზიდენტ იუშჩენკოს, კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველს და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომლებიც მე ჩამოვიყვანე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს პროკურორებმა. ყველანი ისინი ძალიან აღიზიანებს ვლადიმერ პუტინს. ეს ყველაფერი დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ყველაფერი მოიყვანა მოძრაობაში.
მინდა გითხრათ, რაც შეეხება ხარჯებს, ხეების და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის ეს ყველამ იცის, ყველამ იცის, რომ უბრალოდ დაცინვაა რაზეც აქ არის საუბარი", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს - "პიჯაკების საქმეზე" განხილვა დასკვნით ეტაპზეა. წესით, სააკაშვილმა დღეს უნდა თქვას აპირებს თუ არა მოსამართლეს შვიდი პიჯაკისა და ერთი ქაშმირის პალტოს საქმეზე ჩვენება მისცეს. ყოფილ პრეზიდენტს და მასთან ერთად ბრალდებულ თემურ ჯანაშიას "ქართული ოცნების" გამოძიება ცხრა მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.