ხმაური მესამე პრეზიდენტის პროცესზე - სააკაშვილს სიტყვით გამოსვლის დროს ტრანსლირება შეუწყვიტეს

30.10.23 11:53
ხმაური მესამე პრეზიდენტის პროცესზე - სააკაშვილს სიტყვით გამოსვლის დროს ტრანსლირება შეუწყვიტეს

მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას დროს, რომელიც საკუთარ სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვებოდა, სტრიმი გათიშეს, რამაც ადგილზე ხმაური გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და ამომრჩევლის მობილიზების საჭიროებაზე საუბრობდა, რა დროსაც მისი გამოსვლა შეწყდა. ამის შემდეგ მანდატურებმა სააკაშვილის მხარდამჭერებს, რომლებმაც მომხდარი გააპროტესტეს, სასამართლო სხდომის დარბაზი დაატოვებინეს.

გავთიშეთ, იმიტომ,  რომ სხვა შესაძლებლობა არ არის. დარბაზში რომ ყოფილიყო, ისევ გავაგრძელებდით. იქ აღარ დაექვემდებარა მოსამართლის არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი  და დაესრულებინა. ეს არის განცხადება და არა  პოლიტიკური ამბების მიმოხილვა,  - თქვა პროცესზე მოსამართლემ. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მესამე პრეზიდენტის ჩართვა ხარვეზებით მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

მსგავსი სიახლეები