რატომ შეუწყვიტეს სააკაშვილს სიტყვით გამოსვლა - მოსამართლის განმარტება

30.10.23 12:06
რატომ შეუწყვიტეს სააკაშვილს სიტყვით გამოსვლა - მოსამართლის განმარტება

რატომ შეაწყვეტინა მიხეილ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლა მოსამართლემ - ბადრი კოჭლამაზაშვილი განმარტავს, რომ მას ამის უფლება აქვს.

კოჭლამაზაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე საქმის ფარგლებში არ საუბრობდა და შესაბამისად, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ სიტყვით გამოსვლა შეეწყვიტა.

ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა დარბაზში, რის გამოც მანდატურებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს

ბრალდებულს, ისევე როგორც წინა სასამართლო სხდომაზე დღევანდელ სხდომაზეც მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, სასამართლომ მას მოუსმინა 14 წუთი, ამ ხნის განმავლობაში საწყის ეტაპზევე, მიეცა განმარტება, რომ ის არ უნდა გასცდენოდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა იმის განწყობა, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება განსახილველ; საქმეს ეხება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მას არაერთგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან შეეცვალა საუბარი განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია საუბარი, მაგრამ ის არ დაექვემდებარა ამ მოწოდებებს მოსამართლის, ამ დროს სასამართლოს უფლება აქვს შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის გასცდება იმ საკითხებს, რაც განსახილველ სისხლის სამართლის საქმეს ეხება,“ - ამბობს მოსამართლე.

 

მსგავსი სიახლეები