ქვეყანაში არის კორუფცია, ევროკავშირს უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა, ამ სიმყრალის არ შემჩნევა და სტატუსის ასე მოცემა - სააკაშვილი

30.10.23 12:10
ქვეყანაში არის კორუფცია, ევროკავშირს უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა, ამ სიმყრალის არ შემჩნევა და სტატუსის ასე მოცემა - სააკაშვილი

"ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ევროკავშირს პრაქტიკულად უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა, ამ სიმყრალის არ შემჩნევა და ასე მოცემა სტატუსის," - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით მიმართვის დროს გააკეთა. სააკაშვილი გამოეხმაურა ხელისუფლების ბრალდებებს, რომ თითქოს თუ ევროკავშირი სტატუსს ქვეყანას არ მისცემს, ეს ოპოზიციის ბრალი იქნება. 

სააკაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირს მძიმე გადაწყვეტილების მიღება უწევს, რადგან საქართველოში კორუფციაა, ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა, თუმცა ევროკავშირში ქვეყნისთვის სტატუსის მიცემა გადაწყვეტილი აქვთ. 

სააკაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ სტატუსის მიუხედავად, ქვეყნისთვის უმთავრესი პრობლემები მოუგვარებელი დარჩება. 

მეგობრებო, პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია, ევროკავშირს პრაქტიკულად უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა, ამ სიმყრალის არ შემჩნევა და ასე მოცემა სტატუსის. მაგრამ ეს პრობლემები არსად არ წავა", - ამბობს სააკაშვილი.