ვიღაცის ახირებაა, რომ ვინმე პასუხისგებაში მიეცეს - თემურ ჯანაშია ე.წ. პიჯაკების საქმეზე

30.10.23 12:24
ვიღაცის ახირებაა, რომ ვინმე პასუხისგებაში მიეცეს - თემურ ჯანაშია  ე.წ. პიჯაკების საქმეზე

შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითი, -ასე აფასებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსი თემურ ჯანაშია ე.წ. პიჯაკების საქმეს. თემურ ჯანაშია დარწმუნებულია, რომ ადგილი აქვს კონკრეტული ადამიანის ახირებას, რომ ვინმე პასუხისგებაში მიეცეს. ამის დასტურად პოლიტიკოსს კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.


“ვართ მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზე. დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპია, დღეს ჩვენ წარვადგენთ კონკრეტულ  მტკიცებულებას, რომლიდანაც ნათლად დაინახავთ, რომ ეს საქმე აბსოლუტურად არის დაცლილი სამართლისგან, შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია და კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები დავალებებს აძლევენ მიკერძოებულ სასამართლოს, არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. რაც შეეხება დანარჩენს, მოწვეული გვყავს მოწმე -თემურ მღებრიშვილი, არ ვიცი გამოცხადდება თუ არა. ერთხელ გვყავდა გამოძახებული და ავადმყოფობის გამო არ გამოცხადდა დაკითხვაზე და ვნახოთ დღეს რას იზამს.
იგი იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ასე ვთქვათ, ასრულებდა ისეთ განკარგულებებს, რასაც მე. როდესაც ღარიბაშვილი იყო პრემიერი ანალოგიური განკარგულებები გამოიცემოდა და ანალოგიურ განკარგულებებს ასრულებდა თემურ მღებრიშვილიც, ანზორ ჩუბინიძეც, ა.შ. და ა.შ. ესეც იმისთვის გვჭირდება, რომ ნახოთ რაოდენ დაცლილი არის სამართლისგან საქმე. 
ანზორ ჩუბინიძემ დაკითხვის დროს თქვა, რომ მოცემულ საქმეზე იგი არის დაკითხული და არ უნდოდა საკუთარი თავის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, ანუ რას გვეუბნება, რომ 2013 წელს ჩუბინიძე იგივე განკარგულებებს ასრულებდა, უფრო მოკლედ რომ ვთქვა, 2013 წელს გამოცემული განკარგულება იყო სადღაც ოთხ მილიონზე, მე ვმუშაობდი თებერვლამდე და ვთქვა, მაგალითად, მე დავხარჯე x ნაწილი თანხის, ხოლო დანარჩენი დახარჯა ჩუბინიძემ ზუსტად იგივე სქემით, ზუსტად იგივე განკარგულების საფუძველზე. ამაზე თითქოს და იგი დაკითხულია, ჩვენ ვიცით, რომ განკარგულებებს გრიფი ადევთ და არ ხსნიან და ასეთ მოცემულობაში, როდესაც მე ბრალი წამიყენეს და შემრაცხეს დამნაშავედ, ანზორ ჩუბინიძის შემთხვევაში უკვე მეათე წელია პროკურატურა ფიქრობს წაუყენოს თუ არა ბრალი. ისევ იქამდე მივდივართ, რომ აქ არ არის დანაშაული, რა თქმა უნდა, არც ანზორ ჩუბინიძეს არაფერი დაუშავებია, ისევე როგორც მე, როგორც თემურ მღებრიშვილს, აქ არის ჩვეულებრივად ვიღაცის ახირება, რომ ვიღაც მიეცეს პასუხისგებაში.” - განაცხადა თემურ ჯანაშიამ