ერთადერთი მოტივი, რაც ამოძრავებს “ოცნებას”, ძალაუფლების დაკარგვის შიშია - წითლიძე მანიფესტაციების კანონზე

30.10.23 12:32
ერთადერთი მოტივი, რაც ამოძრავებს “ოცნებას”, ძალაუფლების დაკარგვის შიშია - წითლიძე მანიფესტაციების კანონზე

ენმ-ს წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებს დემოკრატიულ განვითარებასთან საერთო არაფერი აქვთ. მისი თქმით, ხელისუფლებას მოქალაქეების პროტესტის ეშინია და ამ ფორმით მათი ხმის ჩახშობას ცდილობს, თუმცა ეს უკურეაქციას გამოიწვევს. 

პრეზიდენტის ვეტო იყო აბსოლუტურად ლოგიკური, რადგან ამ ცვლილებას არანაირი კავშირი არ აქვს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, თუმცა არც ვეტოს დაძლევა გაუჭირდება “ქართულ ოცნებას”. ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ ცვლილების ერთადერთი მოტივი, რაც ამოძრავებს “ქართულ ოცნებას” ეს არის შიში იმისი, რომ დაკარგავს ძალაუფლებას, შიში საპროტესტო აქციების განსაკუთრებით 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ, ამიტომ ჰგონიათ, რომ მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ კარვის დადგმას აუკრძალავენ ვინმეს, სცენის დადგმას, ამით გააჩერებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ იბრძოლონ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. უფრო პირიქით, ნებისმიერი ასეთი ცვლილება დარჩება უკან თუ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ "ქართულ ოცნებას" არაფერი არ შველის გარდა ქუჩაში საპროტესტო აქციებისა, ამიტომაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ისევე მოუწევთ ამ ცვლილების უკან წაღება, როგორც თავის დროზე რუსული კანონი,  - ამბობს ანა წითლიძე.