პრეზიდენტი არ არის დარწმუნებული, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის წევრობა უნდა - ინტერვიუ CBS-სთან

30.10.23 13:03
პრეზიდენტი არ არის დარწმუნებული, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის წევრობა უნდა - ინტერვიუ CBS-სთან

ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში - საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ ღარიბაშვილის მუშაობით უკმაყოფილოა. ამერიკულ ტელეკომპანია CBS-სთან ინტერვიუში ზურაბიშვილი ღიად ამბობს, რომ ესმის მხოლოდ ლაპარაკი და მთავრობის მოქმედებებს ვერ ხედავს.

თუ ევროკავშირი საქართველოს სტატუსს არ მიანიჭებს, ზურაბიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება.

კითხვა: არ ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრობით არის დაინტერესებული? 

პრეზიდენტი: ეს არის კითხვა, რომელსაც საქართველოს მთელი მოსახლეობა სვამს, ნამდვილად უნდათ სტატუსი, თუ ეს მხოლოდ მათ სიტყვებში გამოიხატება.