"რუსეთი ტესტავს ნიადაგს საქართველოში, ყველაზე მარტივი გზა ჰიბრიდული ომია" - პრეზიდენტი მოსალოდნელ საფრთხეებზე

30.10.23 13:07
"რუსეთი ტესტავს ნიადაგს საქართველოში, ყველაზე მარტივი გზა ჰიბრიდული ომია" - პრეზიდენტი მოსალოდნელ საფრთხეებზე

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს - საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-სთან ინტერვიუში ოკუპანტი ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ნიადაგს საქართველოშიც სინჯავს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ქვეყნის წინააღმდეგ ახლა ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. 

კითხვა: ომი უკრაინაში უკვე მესამე წელს ითვლის, რა გავლენა მოახდინა ამ ომმა საქართველოში ხალხის ცხოვრებაზე? 

პრეზიდენტი: ეს არის შეხსენება იმისა, რაც საქართველომ გადაიტანა და რომ ქვეყანა მუდმივი საფრთხის წინაშე დგას. ეს უკვე რეალობის ნაწილია, რომ რუსეთი ტესტავს ნიადაგს საქართველოში. 

კითხვა: იყენებენ კი რუსეთის მოქალაქეებს ნიადაგის მოსასინჯად? როგორ ხდება ეს? 

პრეზიდენტი: ყველაზე მარტივი გზა ჰიბრიდული ომია.