"ჩამოაცილეთ პოლიტიკა, დატოვეთ ფლორა და ფაუნა" - მაჭარაშვილის ტვ პირველს დღის წესრიგს უდგენს

30.10.23 13:53
"ჩამოაცილეთ პოლიტიკა, დატოვეთ ფლორა და ფაუნა" - მაჭარაშვილის ტვ პირველს დღის წესრიგს უდგენს

 "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ბიძინა ივანიშვილის სამსახურში - დეპუტატი ოლიგარქის მიერ აფრიკაში მოთხრილი ბაობაბების ტრანსპორტირების გამო მაგისტრალის პარალიზებაში პრობლემას ვერ ხედავს.

"ოცნების" დანაყოფის წევრი ტვ პირველს ურჩევს, დაინტერესდეს მხოლოდ ფლორა და ფაუნით დაინტერესდეს და პოლიტიკური კითხვები არ დასვას. 

„ტვ პირველი“ უნდა დაკავდეს გაცილებით უფრო საინტერესო საკითხებით, ვიდრე, ვთქვათ, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ფლორა და ფაუნა, რომელიც თავისთავად კარგი საკითხებია, მაგრამ თუ გადაკეთდა „ტვ პირველი“ ასეთ საკითხად, გეოგრაფიულ და საბუნებისმეტყველო საკითხებზე, ეს ცუდი არ იქნება, თუ ჩამოაცილებთ ოღონდ ამას პოლიტიკას. ეს შემიძლია გითხრათ, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, საქართველოში არის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის და საინტერსო საკითხები ქვეყნისთვის. ის, რაც კეთდება, ზოგადად, კანონმდებლობით, თქვენ ეს არ უნდა გაწუხებდეთ, - ამბობს მაჭარაშვილი. 

გუშინ მთელი ღამით ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე ხმაური იყო. ივანიშვილის ბაობაბების გადატანის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია გაუთიშეს, მოხსნეს საგზაო ნიშნები და ტრაფარეტები. ასწლოვანი ხეების გადატანაში ჩართული იყო შსს-ც.  ხალხი გზებზე შექმნილ ვითარებას და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას აპროტესტებდა.