თავდასხმა მაჰაჭკალაში - პესკოვი ამტკიცებს, რომ მომხდარი გარე გავლენების შედეგია
კრემლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ მაჰაჭყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენები „გარე გავლენების“ შედეგია. მათ შორის, მისი თქმით, საუბარია საინფორმაციო ზემოქმედებაზე.
კარგად ცნობილი და ცხადია, რომ გუშინ მაჰაჭყალის აეროპორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გარე გალენების შედეგია, მათ შორის საინფორმაციო ზეგავლენის, - განაცხადა პესკოვმა.
გუშინ დაღესტანში, მაჰაჭკალის აეროპორტში ხალხი შეიჭრა. დემონსტრანტები თელ-ავივიდან ჩამოსულ თვითმფრინავს დახვდნენ და "ებრაელების გაყრას" მოითხოვდნენ. გაძლიერებული დაცვის მიუხედავად, აეროპორტის ადმინისტრაციული შენობასთან შეკრებული ანტისემიტური აქციის მონაწილეები აეროპორტიდან გამოსულ ხალხს დოკუმენტებს უმოწმებდნენ. მგზავრებზე თავდასხმის მცდელობის შემდეგ, 60 ადამიანი დააკავეს. როგორც Meduza წერს, დაშავებულია 20 ადამიანი, მათგან ნაწილი კლინიკაშია გადაყვანილი და რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია. გამოცემის ცნობითვე, გუშინ დაპირისპირების დროს 9 პოლიციელი დაშავდა.