ივანიშვილის ბაობაბების მოგზაურობა - ვინ გასცა მაგისტრალის გადაკეტვის ბრძანება?

30.10.23 15:15
ივანიშვილის ბაობაბების მოგზაურობა - ვინ გასცა მაგისტრალის გადაკეტვის ბრძანება?

ენერგო პრო ჯორჯია თავის მართლების რეჟიმშია. ენერგო კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ფოთი - შეკვეთილის გზაზე არაგაბარიტული ტვირთის გადატანა კანონის დაცვით მოხდა. მოსახლეობამ კი წინასწარ იცოდა, რომ დენი გაითიშებოდა.

უწყებაში "პირველებს" ეუბნებიან, რომ მათ არაგაბარიტული ტვირთის გადატანის თხოვნით კერძო კომპანიამ მიმართა. ირკვევა ისიც, რომ ამ წერილს თან პოლიციის ნებართვაც ჰქონდა დართული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მთელი ღამით ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე ხმაური იყო. ივანიშვილის ბაობაბების გადატანის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია გაუთიშეს, მოხსნეს საგზაო ნიშნები და ტრაფარეტები. ასწლოვანი ხეების გადატანაში ჩართული იყო შსს-ც.  ხალხი გზებზე შექმნილ ვითარებას და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას აპროტესტებდა.