ხმაური ოზურგეთში საკრებულოში - დეპუტატებმა ერთმანეთს უსირცხვილოები ეძახეს

30.10.23 15:20
ხმაური ოზურგეთში საკრებულოში - დეპუტატებმა ერთმანეთს უსირცხვილოები ეძახეს

ხმაური იყო ცოტახნის წინ ოზურგეთში საკრებულოს სხდომაზე. ჩხუბი ბაობაბების ტრანსპორტირების გამო დაოწყო. ოპოზიციამ "ოცნება" და სახელმწიფო უწყებები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

ერთმანეთს დეპუტატებმა "უსირცხვილოები" ეძახეს. სხდომას ოზურგეთში ესწრება მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძეც. 

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც სოფო ჯაფარიძე დარბაზში დაინახეს.

ხმაური დეპუტატებს შორის მუზეუმიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული თანამშრომლის საკითხს მოჰყვა.

მე მსგავსი უსუსურობა, მსგავსი მხდალობა, რასაც დღეს ვუყურებ არასოდეს მინახავს. მაიკო გოგორიკიძე, ჩვენი მოქალაქე, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო გაათავისუფლეს და ამ კითხვაზე თუ რატომ შვრება ამას "ქართული ოცნება", რატომ ტოვებს ასე საგანგებოდ სხდომათა დარბაზს მივიღეთ პასუხი, რომ ეს კითხვა დაუსვით სოფო ჯაფარიძესო. მათ იმდენად შეეშინდათ ჩემი სხდომათა დარბაზში დანახვა, რომ ხედავთ რაც მოხდა, ყველამ ისრები გადაიტანეს ჩემკენ", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

მანამდე "ენმ"-ს წევრმა, დავით მჟავანაძემ თქვა, რომ სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის თანამშრომელი, მაია გოგორიკიძე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო გაუშვეს. მისი თქმით, ავთანდილ თალაკვაძე პროდასავლურად მოაზროვნე ადამიანებს ებრძვის.

სამწუხაროდ, ჩვენ ვდგავართ საგანგაშო და საშიში ფაქტის წინაშე, თუ ადრე ადამიანებს სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ავთანდილ თალაკვაძემ, რომელსაც მოსწონს ევროპული ფულები, სამწუხაროდ არ იცის როგორ დახარჯოს და კუბოებს აწყობს ქალაქის ცენტრში, ეს ადამიანი პროდასავლურად მოაზროვნე ადამიანებს ებრძვის", - ამბობს "ენმ"-ს წევრი, დავით მჟავანაძე.

ოპოზიციონერის ამ განცხადებას  უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა: 

საერთოდ არ აინტერესებთ, რომ ბიუჯეტი დღეს 75 მილიონი გახდა, არ აინტერესებთ რაში იხარჯება იმიტომ, რომ არიან აბსოლუტურად არაკომპეტენტურები და მინდა ბოდიშ მოვუხადო საზოგადოებას არიან კბილების მომპარავი მავზოლეუმის დირექტორის გვერდით მდგომები, რომლებიც მას დაჰყვებიან თავიდან ბოლომდე დღეს. თათია ნიკოლეიშვილი მაგიტომ, გეუბნებით დღეს განიხილება ბიუჯეტში ცვლილების პროექტი და ის კითხულობს ისეთ საკითხს, რომელიც ამ საკითხს არ ეხება და მე არ მეხება, მომხსენებელს არ ეხება, ამიტომ ჯერ დააზუსტოს კომპეტენცია და შემდეგ მოვიდეს შეკითხვებით", - ამბობს ოზურგეთის მერის მოადგილე, გიორგი ღურდუმელიძე.