ხელისუფლების პრიორიტეტი საკუთარი სურვილების და ახირებების დაკმაყოფილებაა - ბოკუჩავა
ხელისუფლების პრიორიტეტი საკუთარი სურვილების და ახირებების დაკმაყოფილებაა, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა საუბრობს. საქმე ეხება ივანიშვილის მიერ ბაობაბების ტრანსპორტირებას, რის გამოც გუშინ ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალი პარალიზებული იყო.
ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ მომხდარი დღევანდელი რეჟიმის პრიორიტეტებზე მეტყველებს და ცხადყოფს, რომ "ოცნებას" რიგითი მოქალაქეების ინტერესები არ აღელვებს.
ჩვენ ვნახეთ ერთიხ მხრივ, რომ ივანიშვილის დანიშნული პრემიერად წოდებული ღარიბაშვილის სახელმწიფო თვითმფრინავს საკუთარი შვილის ტრანსპორტირებისთვის იყენებს და ახლა, სახელმწიფო რესურსებს თავად ივანიშვილი იყენებს არა შვილების, არამედ ხეების, ბაობაბების ტრანსპორტირებისთვის. პრიორიტეტებს აჩვენებს ეს დღევანდელი რეჟიმის. მათი მთავარი პრიორიტეტი არის საკუთარი ინტერესების, სურვილების და ახირებების დაკმაყოფილება და არა ქართველი ხალხის ინტერესში, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, - ამბობს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მთელი ღამით ფოთი-შეკვეთილის მაგისტრალზე ხმაური იყო. ივანიშვილის ბაობაბების გადატანის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია გაუთიშეს, მოხსნეს საგზაო ნიშნები და ტრაფარეტები. ასწლოვანი ხეების გადატანაში ჩართული იყო შსს-ც. ხალხი გზებზე შექმნილ ვითარებას და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას აპროტესტებდა.