ე.წ. ტრენინგების საქმე - ფოტოგრაფი დინა ოგანოვა გამოკითხვაზე დაიბარეს

30.10.23 16:04
ე.წ. ტრენინგების საქმე - ფოტოგრაფი დინა ოგანოვა გამოკითხვაზე დაიბარეს

ე.წ. ტრენინგების საქმე - ფოტოგრაფი დინა ოგანოვა გამოკითხვაზე დაიბარეს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უარს ამბობს და საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

შეგახსენებთ, კინოპროდიუსერები, მსახიობები, მწერლები, ფოტოგრაფები, ლექტორები და ჟურნალისტები - ყველა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. საგამოძიებო უწყებაში იბარებენ ყველას, ვინც "USAID"-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ესწრებოდა. შეხვედრაზე, რომელიც ლილუაშვილის უწყებამ რევოლუციის მოწყობის მცდელობად შერაცხა, გამოძიება ახლაც გრძელდება. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან.