ALDE-ს მოწვევით ნანა ტოხვაძე ლიბერალ ქალთა ყოველწლიურ სამიტს დაესწრო
27-28 ოქტომბერს ამსტერდამში, ALDE-ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ლიბერალ ქალთა ალიანსის სამიტი გაიმართა, რომელსაც "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნანა ტოხვაძე დაესწრო.
ორდღიან სამიტს ალდეს პოლიტიკური ოჯახის წევრი პარტიების წარმომადგენლები - FDP, VVD, D66 და სხვა პარტნიორი ევროპული ფონდები (ELF, FNF ) ესწრებოდნენ, რომლებიც ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებენ.
აღნიშნული სამიტის ფარგლებში გახსნით ღონისძიებაში ამავე პროგრამის კურსდამთავრებულები: გერმანიის განათლების მინისტრი, ბეტინა სტარკი, ესტონეთის კულტურის მინისტრი ჰაიდი პურგა, შვედეთის გარემოს დაცვის მინისტრი, ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ მინისტრი, მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები, ALDE - ს ვიცე-პრეზიდენტები და ახალარჩეული გენერალური მდივანი მონაწილეობდნენ.
სამიტის და სამუშაო ჯგუფების მთავარ ამოცანას ალიანსის წევრი, პოლიტიკაში ჩართული ქალების გაძლიერება და სამომავლოდ მათ მიმართ ეფექტიანი მხარდაჭერა წარმოადგენდა.