2 ნოემბერს პარლამენტში რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტში, 2 ნოემბერს, "მინისტრის საათის" ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს მოუსმენენ - ინფორმაციას პარლამენტის აპარატი ავრცელებს.
ქარსელაძე სამინისტროს მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
უწყების ცნობით, დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია.