პრეზიდენტმა პრემიერი ამხილა - ზურაბიშვილისა და ღარიბაშვილის დაპირისპირება საქართველოს საზღვრებს გასცდა

30.10.23 20:08
პრეზიდენტმა პრემიერი ამხილა  - ზურაბიშვილისა და ღარიბაშვილის დაპირისპირება საქართველოს საზღვრებს გასცდა

 

" data-width="auto">

 

პრემიერის მხილება პრეზიდენტისგან - სალომე ზურაბიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დაპირისპირება საქართველოს საზღვრებს გასცდა. პრეზიდენტმა პრემიერზე იერიში ამერიკული სატელევიზიო არხის ეთერიდან მიიტანა და მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე ღარიბაშვილი ანტიევროპულ მოქმედებებში დაადანაშაულა. პრეზიდენტის ორაზროვანი პასუხებით, რომლებიც ამერიკული 60 წუთის ეთერში გავიდა, ღარიბაშვილს დიდი რეპუტაციული ზიანი უკვე მიადგა.  

"ჩუმი შეჭრა" - სპეცრეპორტაჟი თბილისიდან "სი ბი ესის"  ჟურნალისტმა მოამზადა.  ამერიკელმა რეპორტიორმა ზურაბიშვილს ინტერვიუში ჰკითხა, რას ფიქრობს რუსებით გადავსებულ საქართველოზე. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად კი პრეზიდენტმა ღარიბაშვილთან გადაამისამართა და თქვა, რომ მას ამის წინააღმდეგ ბერკეტები არ აქვს. "ძალიან გამაღიზიანებელია, როცა საქართველოში გვყავს ხალხი, ვინც მტრის ენაზე საუბრობს" - ეს იყო სალომე ზურაბიშვილის სათქმელი. 

ახალი ინტერვიუ პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველი უკვე გახდა, თუმცა ხვალ შესაძლოა, "ოცნებასა" და პრეზიდენტს შორის ახალმა სკანდალმა იფეთქოს.

ამის დეტალებს ინა ცარციძე არკვევდა და ის აგრძელებს საუბარს.