სააკაშვილს სიტყვა დაუბლოკეს - დეტალები პრეზიდენტის ხმაურიანი პროცესიდან
მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომებზე ჩართვის უფლებას. 13 წუთიანი მიმართვის შემდეგ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა "ვივა მედის" სიგნალი გათიშა. როგორც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტის გააქტიურება ხელისუფლების გეგმებში არ შედის.
დღეს სააკაშვილს სიტყვა დაუბლოკეს, მისი თანაგუნდელები კი დარბაზიდან გააძევეს. დღეიდან ბრალდებულ პრეზიდენტს მხოლოდ მიმდინარე საქმეზე შეეძლება საუბარი. ხალხისთვის მიმართვის საშუალებას "ვივა მედის" პატიმარს დიდი ალბათობით აღარ მისცემენ.
პატიმარი პრეზიდენტის მონახულების უფლებას არც დეპუტატებს აძლევენ. 10 თვის წინ დაწესებული შეზღუდვების მოხნას პარლამენტის თავმჯდომარე არ აპირებს. თუმცა, სააკაშვილმა დღეს მაინც მოასწრო სათქმელი საზოგადოებამდე მიეტანა. ქვეყანაში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებს, სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი შექმნან. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ დღეს მთავარი გამოწვევა კორუფცია და ოლიგარქიაა, ამიტომ ყურადღების სხვა თემებზე გადატანა მხოლოდ ივანიშვილის დღის წესრიგში შედის.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას სიუჟეტში.