სანქცირებულების ლობისტი მთავრობა - "ივანიშვილის გუნდის მიზანი ევროინტეგრაცია არ არის"

30.10.23 20:30
სანქცირებულების ლობისტი მთავრობა - "ივანიშვილის გუნდის მიზანი ევროინტეგრაცია არ არის"

ივანიშვილის გუნდის მიზანი ევროინტეგრაცია არ არის - ეს ქართული გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი სათქმელია. სამოქალაქო სექტორი სხვა ახსნას ვერ უძებნის იმას, რასაც საქართველოს მთავრობა სანქცირებულების დასაცავად აკეთებს. მას შემდეგ, რაც შტატებმა მოსამართლეები კორუფციაში, ყოფილი მთავარი პროკურორი კი "ეფ ეს ბეს" ჯაშუშობაში ამხილა, ხელისუფლება სავარაუდო დამნაშავეებს ხელს აფარებს. 

"ფარცხალაძის საქმის შესახებ დაწყებული გამოძიება ფორმალობაა" - ზუსტად იციან, რომ საბოლოოდ არაფერს გამოიძიებენ, რადგან ეს მათ ინტერესებში არ შედის. მოსამართლეთა კლანის წევრები კი, რომლებიც კორუფციაში ამხილეს, ისევ თანამდებობებზე რჩებიან და გავლენებს ყოველდღე იძლიერებენ. სამოქალაქო სექტორის დაკვირვებამ აჩვენა, რომ სანქცირებულების დაცვაზე გადასული ხელისუფლება მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების თანამონაწილეა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.