გადამეტებული ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ - საიას ხმაურიანი ანგარიში
სპეციალური საშუალებებით აქციის დაშლა და დემონსტრანტების დარღვეული უფლებები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მარტის აქციებზე ანგარიში გამოაქვეყნა. დასკვნაში, წერია რომ სამართალდამცველები ფიზიკურად უსწორდებოდნენ დაკავებულებს, წიწაკის სპრეის პოლიცია ახლო მანძილიდან იყენებდა და ადგილი ჰქონდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას. ანგარიშში ასევე მოხვდა პოლიციელების მიერ მიცემული ცრუ ჩვენებები, რომელსაც სასამართლო დაკავებულების წინააღმდეგ იყენებდა. არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ თავად ის დაკავებულებიც, რომლებიც სამართალდამცველების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდნენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.