ვახშამზე პუტინთან ერთად - შეხვდა თუ არა ქვეყნის ვიცე პრემიერი დიქტატორს ერთი-ერთზე?

30.10.23 20:41
ვახშამზე პუტინთან ერთად - შეხვდა თუ არა ქვეყნის ვიცე პრემიერი დიქტატორს ერთი-ერთზე?

ჩინურ ვახშამზე პუტინთან ერთად. შეხვდა თუ არა ქვეყნის ვიცე პრემიერი დიქტატორს ერთი-ერთზე და მიიღო თუ არა მისგან დირექტივები? - უხერხულ კითხვებს ღარიბაშვილის მოადგილე დღეს კიდევ ერთხელ გაექცა და მედიას ისევ დაემალა. თავდაპირველად, დაანონსებული იყო, რომ ვიცე-პრემიერი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგების ოთახში ჟურნალისტებთან ჩამოვიდოდა, თუმცა ბოლო წამს გადაიფიქრა. ოპოზიცია კი არ გამორიცხავს, რომ ვახშმის გარდა პუტინი და ქვეყნის ვიცე-პრემიერი ერთმანეთს პირისპირაც შეხვდნენ. დავითაშვილმა კი ღარიბაშვილს ჩამოუტანა რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწერილი გეგმა, საქართველოს მთავრობის მოქმედების შესახებ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის სიუჟეტში.